მზადება კონტრაქციისთვის - "ოცნებამ" რეგიონებში მობილიზება გამოაცხადა
"ქართული ოცნება" კონტრაქციისთვის ემზადება - 28 ოქტომბერს დაგეგმილი აქციისთვის რეგიონებში მმართველმა პარტიამ საჯარო მოხელეებს - ოჯახის წევრების,მეზობლების და ნათესავების მობილიზება მოთხოვა.
პარტიული დავალება მიიღეს მარნეულშიც, სადაც მერიის თანამშრომლების გარდა ხალხის მობილიზება დაავალეს ჩაიხანებისა და სუპერმარკეტების მფლობელებსაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ აქციაზე ტრანსპორტირებას კი "ოცნება" საკუთარ თავზე იღებს.
დაახლოებით 2 დღის წინ ვიყავი ჩემთან სოფელში, ჩაიხანაში და იქ საუბრობდნენ 28-ში აქციაზე ხალხი მზად უნდა იყვნენ აქციისთვის, რომ აჩვენოს ხალხს, რომ ამათ მეტი მოხმრე ჰყავთ", - ამბობს ოპოზიციის აქტივისტი.