[ოცნების] ნაბიჯები რუსული სახელმძღვანელოდან არის შთაგონებული- ანიტა ჰიპერი
[ოცნების] ნაბიჯები რუსული სახელმძღვანელოდან არის შთაგონებული - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსკიპერმა საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ანიტა ჰიპერმა "ევროსკოპის" დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"ევროსკოპმა" ჰიპერს ჰკითხა, როდესაც "ოცნება" საუბრობს, რომ ევროკავშირს არავითარი არგუმენტი არ აქვს ივანიშვილის გუნდის პრორუსულობასთან დაკავშირებით, რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშრებით ევროკომისიას, რაზეც პრესსპიკერმა თქვა, რომ ივანიშვილის პარტიის მოქმედებებზე ფაქტები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ნებისმიერი სიტყვა.
ჰიპერი ამბობს, რომ ევროკომისია გმობს იმ ქმედებებს, რომელსაც „ქართული ოცნება" საკუთარი ხალხსი წინაღმდეგ ახორციელებს.
რასაც ვისმენთ ქართული ოცნების მხრიდან, არის რეპრესიული რეჟიმის შენიღბვის სასოწარკვეთილი მცდელობა - ამბობს ჰიპერი.
უბრალოდ ჩვენ ამას ვამბობთ იმ კონტექსტისა და ქმედებების გათვალისწინებით, რაც აშკარად რუსული პროპაგანდის სახელმძღვანელოებიდანაა შთაგონებული. როცა ვუყურებთ რა ხდება საქართველოში, ვხედავთ რომ ფაქტები უფრო ხმამაღლა საუბრობს ვიდრე სიტყვები. როცა ოპოზიციის დაპატიმრება გჭირდება, როცა ებრძვი თავისუფალ მედიას, როცა მიზანში იღებ სამოქალაქო საზოგადოებას, როცა მმართველი პარტიის სასარგებლოდ კანონებს შეცვლა გჭირდება, შენ ამ დროს არ საუბრობ დემოკრატიის ენაზე. ეს არის ქმედებები რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვგმობდით, ძალადობის ნებისმიერი ფორმას ვგმობთ და ამიტომ ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ამ ნაბიჯებს, მათ შორის ყველა იმ ვერბალურ თავდასხმას, რომელსაც „ქართული ოცნების“ მხრიდან ვხედავთ. ეს წარმოადგენს სასოწარკვეთილ მცდელობას რომ რამენაირად შენიღბონ ახლად დამყარებული რეპრესიული რეჟიმი"- აცხადებს ანიტა ჰიპერი.