ციხის უფროსის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - ბრიფინგი, რომელმაც მეტი კითხვა გააჩინა

09.10.25 20:02
ციხის უფროსის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე - ბრიფინგი, რომელმაც მეტი კითხვა გააჩინა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის მოადგილე, სუს-მა ციხეში ბაჩიაშვილის ცემის საქმეზე დააკავა. მდინარაძის უწყებაში ახლა ამტკიცებს, რომ კაცი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს ციხეების კონტროლი ჩააბარა, ბაჩიაშვილმა გადაიბირა და მის საკანში თავდასხმის ინსცენირებაზე დაიყოლია. 

სუსი მტკიცებით, ბაჩიაშვილს მისი ცემის ამბის გახმაურება, ევროსასამართლოსთვის  სჭირდებოდა, ამიტომ გადაიბირა ციხეების უფროის მოადგილე გიორგი ქემოკლიძე. სუსისვე მტკიცებით, გიორგი ქემოკლიძემ ქსნიდან გლდანის ციხეში გადაიყვანა და ბაჩიაშვილის საკანში შეასახლა ჯერ სხვა ციხიდან გადმოყვანილი ორი პატიმარი, ოღონდ ეს ამბავი დოკუმენტებში არსად დაუფიქსირებია.

მდინარაძის უწყება ამტკიცებს, რომ სწორედ ასე მოხვდა ბაჩიაშივილის საკანში. ქსნის ციხის პატიმარი კახი მეტრეველი რომელმაც ბაჩიაშვილი სცემა. 

ვინ ამბობს ტყუილს? -  ბაჩიაშვილის ცემის შემდეგ იუსტიციის მინისტრი ტვ პირველთან ინტერვიუში არ ამბობდა, რომ მასალა არ არსებობდა, მეტიც ის ამბობდა ფრაზას  - გარკევული ვიდეოები არსებობს. 

დღეს სუსი ამბობს რომ არა თუ ვიდეოები არსებობს, არამედ კამერები გათიშული იყო. დაკავებული გიორგი ქემოკლიძე ციხეების უფროის მოადგილე იყო. გლდანის ციხეს იმ დროს დავით გოგობერიშვილი ხელმძღვანელობდა. ციხეში, პატიმრებს საკანში ციხის დირექტორი ანაწილებს, კამერები მის განკარგულებაშია. ჩნდება კითხვა ხომ არ იცოდა გოგობერიშივლმა რომ მის დაკავებას აპირებდნენ რის გამოც თავი მოიკლა. 

გამოძიებას გლდანის ციხის ექს შეფის სიკვდილის საქმეზე შინაგან საქემთა სამინსიტროს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აწარმოებს. ახლა ჩნდება კითხვა ვისი დანაშაული გამოიკვეთება.

ციხის უფროსის გარდაცვალების საქმე - ირაკლი ბახტაძე დეტალებით

მსგავსი სიახლეები