"ოცნების" მხილება სენატიდან - როგორ პასუხობს ივანიშვილის გუნდი კრიტიკას?

09.10.25 20:27
"ოცნების" მხილება სენატიდან - როგორ პასუხობს ივანიშვილის გუნდი კრიტიკას?

კახა კალაძემ გლობალური ომის პარტიის წევრებად გავლენიანი სენატორები, ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი გამოაცხადა.  ჯიმ რიში სენატის საგარეო კომიტეტს ხელმძღვანელობს, მას დონალდ ტრამპის სრული მხარდაჭერა აქვს, თუმცა კალაძისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და ამერიკელების ლანძღვის ახალ კამპანია წამოიწყო.

კალაძის ლანძღვის მიზეზი განცხადებაა, რომელიც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ და მისმა დემოკრატმა კოლეგამ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე გამოაქვეყნეს. ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, რომლებმაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილს პირველებმა მიულოცეს ხელისუფლების მშვიდობიანი გადმობარება, ივანიშვილის 13 წლიანი მმართველობის შემდეგ  ფიქრობენ, რომ ქართულ დემოკრატიას ძირს მხოლოდ ქართული ოცნება უთხრის.

ტრამპის ადმინისტრაციისთვის რევოლუციის დაფინანსების დაბრალება ქართულ ოცნებას ძვირი უჯდება. ვაშინგტონიდან განცხადებები არ წყდება. მეგობარი აქტის ავტორი კონგრესში განგაშის სიგნალს რთავს და კოლეგებს მოუწოდებს ქართველი ხალხის მხარდამჭერი დოკუმენტი რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული.

ოცნების მხილება სენატიდან - თათია წოწონავა დეტალებით

მსგავსი სიახლეები