ახალი დაკავებულები სასახლის ღობის საქმეზე - ვის, რას ედავება გამოძიება?
სასახლის ღობის საქმეზე ნადირობის მესამე ღამე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 13 მოქალაქის დაკავებით დაასრულა. მომიტინგეების ნაწილი ქუჩიდან გაიტაცეს - ნაწილს კი ხელბორკილები საცხოვრებელ სახლებში დაადეს. სპეცოპერაცია თბილისში, ბათუმში და ზუგდიდში ჩატარდა.
სასახლის ღობის საქმეზე უკვე 36 ადამიანი დაკავებული. ყველასთან სპეცრაზმი სახლში ჩხრეკაზე შევიდა, გენადი კუპრეიშვილის სახლში. ტაქსის მძღოლის ბინაში ეძებდნენ საქართველოს დროშას, პოლიციამ მას კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი უპოვა. ერთადერთი, რაც მისი სახლიდან ამოიღეს, ქუდია. დაკავებულის ცოლს პოლიციელმა ჩხრეკის გადაღების უფლება არ მისცეს და ტელეფონი წაართვეს.
ქვეყნის მთავარი საგამოძიებო უწყება ორი დღის განმავლობაში აცხადებდა, რომ ბრალდებულების ნაწილი მიმალვაშია და მართლმსაჯულებას თავს არიდებს, თუმცა დღეს გაირკვა, რომ გამას ყოფილი მებრძოლი და პროფესიონალი მოკრივე გიორგი კირვალიძე სინამდვილეში არც არავის მოუძებნია. კირვალიძე პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა და ადგილზე გაიგო, რომ ერთ-ერთი ძებნილი თავად იყო.
დღეს პროკურატურამ 6 წლიანი მუხლი წაუყენა სულხან აბრალავას, რომელიც კიბოს ებრძვის. ონკოლოგიური პაციენტისთვის სახელმწიფო ბრალდება ყველაზე მკაცრ სასჯელის ითხოვს. სასამართლო პროცესის ჩანიშვნას ელოდება ბათუმელი მედროშე ზურა ჭავჭანიძეც.