გიორგი კინოანი თავისუფალია - უკრაინაში მებრძოლმა პირველი ინტერვიუ "პირველებს მისცა"
გიორგი კინოანი თავისუფალია - უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქე რუსეთში ექსტრადირებას და 7 წლიან პატიმრობას გადაურჩა. კინოიანი "პირველებთან" იხსენებს, როგორ დააკავეს საქართველოდან სომხეთში შესვლის დროს - რუსეთს მასზე დსთ-ს ქვეყნებში ძებნა ჰქონდა გამოცხადებული.
გიორგი კინოიანს საოკუპაციო რეჟიმის დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. მას რუსეთის წინაღმდეგ ბრძოლას და უკრაინის ტერიტორიული მთლინობის დაცვას ედავებიან, კინონინი იხსენებს, რომ თუ სომხეთი რუსეთს გადასცემდა, ურთულეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.
ქართველი მებრძოლის ოჯახისთვის მისი გათავისუფლება მოულოდნელი იყო - ჯერჯერობით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ჰქონდა გამოცხადებული, 3 დღეში გადიოდა საექსტრადაციო პატიმრობის ვადა - საემიგრაციო სამსახურმა კი სწორედ გუშინ მიიღო გადაწყვეტილება მებრძოლის გათავისუფლების, რადგან რუსეთში ექსტრადირების შემთხვევაში მას საფრთხე დაემუქრებოდა.
სომხურმა მხარემ უპრეცენდენტო გადაწყვეტილება მიიღო - იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა არ აქტიურობდა საკუთარი მოქალაქის გასათავისუფლებლად, სომხეთის ხელისუფლებამ მებრძოლი რუსული ციხისთვის არ გაწირა.
სომხურ ციხეში კიდევ ერთი ქართველი ვანო საბაშვილი რჩება - მისი საექსტრადაციო პატიმრობის ვადაც იწურება - სავარაუდოდ, კინოიანის პრეცენდენტის შემდეგ სომხეთი მასაც გაათავისუფლებს და რუსეთს არ გადასცემს.