მიხელ სააკაშვილი კლინიკაში შესაძლოა, დღესვე მოათავსონ

20.10.21 11:08
მიხელ სააკაშვილი კლინიკაში შესაძლოა, დღესვე მოათავსონ

მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, კლინიკა "ვივა მედში" დღეს გადაიყვანონ. რეკომენდაცია ექიმების ჯგუფმა გუშინ რამდენიმე საათიანი მსჯელობის შემგდეგ გასცა. კლინიკაში ექპრეზიდენტის დასახვედრად  უკვე ემზადებიან. არსებული ინფორმაციით, დაცლილია შენობის მეხუთე სართული, სადაც სააკაშვილს საბადრაგო სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ იზოლირებულ პალატაში მოათავსებენ. ადგილზე უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომებია დაცული. 

კლინიკის დირექტორი, ზურა ჩხაიძე კონსილიუმის გადაწყვეტილებას, მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში მოთავსებასთან დაკავშირებით დადებითად აფასებს. კლინიკის დირექტორი თვლის, რომ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტიც სიცოცხლისუნარიანები უნდა იყვნენ.

ჩვენ ნამდვილად გვაქვს კონტრაქტი სასჯელარსრულების დაწესებულებასთან და პენიტენციური სისტემიდან პაციენტები, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰოსპიტალური მკურნალობა გადმოჰყავთ ჩვენს კლინიკაში. მოქმედი პრეზიდენტიც, ექსპრეზიდენტები უნდა გვყავდეს ჯანმრთელები და შრომისუნარიანები, - ამბობს „ვივა მედის“ დირექტორი. 

კონსილიუმის გადაწყვეტილების შემდეგ ჯერი თავად მიხეილ სააკაშვილზეა. თუ ექსპეზიდენტი კლინიკაში მოთავსებაზე თანხმობას განაცხადებს, გამორიცხული არ არის, ის იქ დღესვე მოათავსონ. 

მსგავსი სიახლეები