იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობას აცხადებს

19.10.21 23:03
იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობას აცხადებს

იუსტიციის სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანაზე თანხმობას აცხადებს - იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, მედიკოსთა ჯგუფის რეკომენდაციების შესრულებას, მიხეილ სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში დაიწყებენ.

დღეს გაიმართა სამუშაო ჯგუფთან მედიკოსების შეხვედრა, მოვისმინეთ მათი მიგნებების შესახებ და მივიღეთ გარკვეული რეკომენდაციები, რომლებიც, პატიმრის თანხმობის შემთხვევაში, სრულად იქნება შესრულებული. რეკომენდაციები შეეხება პატიმრის სამედიცინო მდგომარეობას. შეგნებულად არ ვისაუბრებ არცერთ რეკომენდაციაზე. ჩვენ ვამბობთ ერთ რამეს, რომ რაც კი იქნება საჭირო პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის სტაბილურობისთვის, ის იქნება ჩვენი მხრიდან გაკეთებული. ხვალ ვაპირებთ იმ რეკომენდაციების შესრულებას, რომელიც გაგვიწია მედიკოსთა ჯგუფმა",- ამბობს რატი ბრეგაძე. 

სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ იუსტიციის სამინისტროში შეხვედრაზე სააკაშვილის "პრევენციულ ჰოსპიტალიზაციაზე" შეთანხმდნენ.