ივანიშვილს ზუსტად ისე ეშინია დროშის, როგორც ეშმაკს ჯვრის - თათია ნიკოლაშვილი

09.10.25 23:06
ივანიშვილს ზუსტად ისე ეშინია დროშის, როგორც ეშმაკს ჯვრის - თათია ნიკოლაშვილი

ივანიშვილს ზუსტად ისე ეშინია დროშის, როგორც ეშმაკს ჯვრის - ამის შესახებ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, თათია ნიკოლაშვილმა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამრთლოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, შემთხვევით არ ხდება, რომ ერთი მედროშე ქვეყნიდან გააძევეს, მეორე კი დააკავეს.

შემთხვევით არ ხდება, რომ უკვე მეორე მედროშე - ერთი ქვეყნიდან გააძევეს, მეორე დააკავეს. შემთხვევით არ ვამბობდით ჩვენ, რომ ივანიშვილის ზუსტად ისე ეშინია დროშის, როგორც ეშმაკს ჯვრის. როგორ ადამაინებს აკავებენ- უწესიერეს, უპატიოსნეს, ქვეყნის მოყვარულ ადამიანებს, პენსიონრებს, ბავშვებს, სოციალურად დაუცველებს. ახლა გიორგი ჩახუნაშვილი ამხობდა რეჟიმს, ძალადობდა ვინმეზე შიშველი ხელებით? რა განსხვავებაა 37 -იან წლებთან, რეპრესიებია დაწყებული. ლევან ხაბეიშვილის სიტყვებს გავიმეორებ, პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ, არ არის დამოკიდებული ერთ, ორ, ან სამ თავზე, ეს არის ხალხზე დამოკიდებული პროცესი, რასაც ვერც ივანიშვილი და ვერც ვერავინ ვერ შეაჩერებს, - განაცხადა ნიკოლაშვილმა.

მსგავსი სიახლეები