სალომე ზურაბიშვილი კინოიანის გათავისუფლებაზე: სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ქართველი მებრძოლის, გიორგი კინონიას შესახებ სომხეთის გადაწყვეტილებას ეხმაურება და წერს, რომ “ეს არის ძლიერი ნაბიჯი ევროპული, უფლებებზე ორიენტირებული მომავლისკენ.“
ზურაბიშვილის თქმით, “სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია“
სომხეთი აჩვენებს, რომ ადამიანის უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია - ქართველი მებრძოლი გიორგი კინოიანი თავისუფალია მას შემდეგ, რაც სომხეთმა უარი თქვა რუსეთის ექსტრადიციის მოთხოვნაზე. ეს არის ძლიერი ნაბიჯი ევროპული, უფლებებზე ორიენტირებული მომავლისკენ, - წერს ზურაბიშვილი X-ზე.