რას უპასუხებს გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ბრალდებებს? - ბიზნესმენთან ციხეში ადვოკატები იმყოფებიან

10.10.25 11:04
რას უპასუხებს გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ბრალდებებს? - ბიზნესმენთან ციხეში ადვოკატები იმყოფებიან

რას უპასუხებს გიორგი ბაჩიაშვილი სუს-ის ბრალდებებს? - ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველთან გლდანის ციხეში ერთ საათზე მეტია ადვოკატები იმყოფებიან. სწორედ უფლებადამცველებმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ უნდა თქვან, რას ფიქრობს დაპატიმრებული ბიზნესმენი სუს-ის მტკიცებაზე, რომ თითქოს მან ციხეში საკუთარ თავზე თავდასხმა დადგა.

სწორედ ამ საქმეზე აქვს ახლა ხელბორკილები დადებული პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ქემოკლიძე.  

  • გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით დაკავებულმა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ,  გიორგი ქემოკლიძემ თანამდებობა აგვისტოში N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან ერთად დაატოვა.

სუსი გუშინ გამართული ბრიფინგით ამტკიცებს, რომ ბაჩიაშვილმა საკანში საკუთარი თავის ცემა მოაწყო.

რა გვითხრა სუს-მა?

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს".
  • მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

მსგავსი სიახლეები