"ოცნება" მზია ამაღლობელისთვის მინიჭებული ჯილდოს გამო საერთშორისო მედიას და პრესის ინსტიტუტებს უპირისპირდება

10.10.25 11:36
"ოცნება" მზია ამაღლობელისთვის მინიჭებული ჯილდოს გამო საერთშორისო მედიას და პრესის ინსტიტუტებს უპირისპირდება

მზია ამაღლობელისთვის „მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის“ წოდების მინიჭებამ ივანიშვილის პარტიაში მკვეთრი რეაქცია და უმაყოფილება გამოიწვია. 10 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე "ქართულმა ოცნებამ" საერთაშორისო ორგანიზაციები მიკერძოებულობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დასავლური ინსტიტუტები მიზანმიმართულად უჭერენ მხარს ოპოზიციურ ძალებს.

"ოცნების" მტკიცებით, საერთაშორისო მედია და პრესის ინსტიტუტები იმართებიან „ერთი ცენტრიდან“ და მათი მოქმედება ემსახურება პოლიტიკური მიზნების მიღწევას საქართველოში.

7 ოქტომბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს მტავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გამოხატა ჩვენი პოლიტიკური გუნდის შეშფოთება იმასთან დაავშირებით, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების დამხობის მცდელობა არცერთ ევროპულ ქვეყანას მათ შორის არც ამერიკი ახალ ადმინისტრაციას დაუგმობია. უფრო მეტიც, რადიკალების მხრიდან ანტიკონსტიტუციური ქმედებების შემდეგ არათუ დაგმობა, არამედ ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკური უტიფრობის მორიგი გამოვლინება, როდესაც ჯერ ევროპის სახალხო პარტიამ 4 ოქტომბერს განვითარებულ პროცესებში მოძალადედ "ქართული ოცნება" გამოაცხადა, ხოლო ევროკავშირის პრესსპიკერმა მმართელ გუნდს რუსული პროპაგანდის წარმოებაში დასდო ბრალი. 

პოლიტიკრი პროცესების პარალელურად, გუშინ ცნობილი გახდა, რომ მზია ამაღლობელს, რომელიც მსჯავრდებულია ძალადობის ფაქტზე საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ და მისჯილი აქვს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტისა და საერთასორისო მედიის მხარდაჭერის პარტიორობით დაწესებული მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა არის ერთგვარი გაგრძელება იმ უსამართლო პოლიტიკის დამოკიდებულების ჩვენი ქვეყნის მიმართ, რაც ამდენიმე წელია გაუჩერებლად გრზელდება. გადაწყვეტილება, რომ გმირის ჯილოდ გადასცენ დამნაშავეს, რომელიც მიზანმიმართულად თავს დაესხა პოლიციელს და ამ ქმედებით სილა გააწნა არაერთ კონკრეტულ სამართალდამცავს, არამედ მთელ სისტემას და სახელმწიფოს, წარმოადგენს მორიგ უტიფრობას, დაცინვას ქართლი საზოგადოების, დაცინვას თავისუფალი სიტყვის და თავისუფალი მედიის მიმართ. 

მეორეს მხრივ, მსჯავდერბული მზია ამაღლობელისთვის გმირის ჯილდოს გადაცემა მკაფიოდ აჩვენებს, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საერთაშორისო მედია, საერთაშორისო პრესა, რომელიც ზუსტად ისე, როგორც ბრიუსელის პოლიტიკური ინსტებლიშმენტი ერთი ცენტრიდან იმართება, ერთი ხელით ტოტალურად იმართება და ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილება ემსახურება კონკრეტულ მიზანს: ამ შემთხვევაში, მსჯავრდებული ამაღლობელი მიზანმიმართული ძალადობისთვის სახელმწიფოსა და მის ინსტიტუციებზე თავდასხმისთვის გამოიყენეს, ხოლო შედეგად ვხედავთ, რომ დაუფასეს დავალების პირნათლად შესრულება და საერთაშორისო ასპარეზზე არც მეტი, არც ნაკლები გმირად გამოგვიცხადეს.

სწორედ ეს არის დიფ სთეითის ხელწერა. პოლიტიკაშიც და მედიაშიც მათთვის არსებობს მხოლოდ ერთი: გაუკუღმართებული სტანდარტი, როდესაც ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებს მსხვერპლად აცხადებენ, კანონის აღმსრულებელ ხელისუფლებას კი მოძალადედ. როდესაც მოძალადე ჟურნალისტს გმირის ჯილდოს აძლევენ, ხოლო საკუთარი საქმის კეთილსინდისიერად შემსრულებელ ჟურნალისტებს რუსული პროპაგანდის გამხმოვანებლად ისე მოიხსენიებენ, რომ ერთი ფაქტის წარმოადგენაც კი არ შეუძლიათ. 

მაშინ, როდესაც ქართული პოლიტიკური და მედიასივრცე გაჯერებულია უცხო ქვეყნის აგენტებით, რომლებსაც საკუთარი პატრონები, უმეტეს შემთხვევაში, აიძულებენ, რომ კედელს თავით დაეჯახონ, გადადგან ნებისმიერი უკანონო ნაბიჯი კანონიერი ხელისუფლების დასამხობად, მათ ცადენილი დანაშაულისტვის სასჯელის მოხდა ხშირ შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულებაში უწევთ. გვარამია, მელია, ჯაფარიძე და სხვა აგენტები დღესაც იხდიან სასჯელს მზია ამაღლობელის მსგავსად, მაგრამ როგორც ჩანს, დიფ სსთეითის გმირის წოდება მხოლოდ ამ უკანასკნელმა დაიმსახურა. 

საზოგადოებას აქვე შევახსენებ, რომ დიფ სთეითის ფონდებიდან რანგით შედარებით დაბალი, თუმცა არაერთი პრიზი გადაეცათ ნიკა გვარამიას და ნინო ლომჯარიას. ერთს მედიის, ხოლო მეორეს ადამიანის უფლებეის სფეროში. ამ დროს გვარამიას ერთადერთი დამსახურება ქართველ მედიაში არის ის, რომ მან ნორმად აქცია დედის გინება და ბილწსიტყვაობა. რაც სეეხება ლომჯარიას, საზოაგდოებას კარგად მოეხსენება, რომ ის იყო სააკაშვილის ნაცმოძრაობის პირადი ომბუდსმენი.

კიდევ ერთხელ ხაზგსმით უნდა აღინიშოს, რომ ამაღლობელმა, ყოველგვარი ემოციებისგან დაცლილმა, მიზანმიმართულად, მისგან ფიზიკურად უკვე მოცილებული პოლიციელიელი ფიზიკური ძალის გამოყენებით მოაბრუნა და სახეში წილა გააწნა. ამაღლობელის პატრონებისთვის ეს იყო სილა, რომელიც იმ მომენტში გააწნეს სახელმწიფოს, რადგან ფეხქვეშ გაეთელათ  სახელმწიფოს არსი. ამაღლობელის გმირად გამოცხადება არა მხოლოდ წახალისება, არამედ სიგნალია აგენტებისთვის, რომ გმირების სიაში ჩაეწერება ყველა, ვინც განუხერლად შეასრულებს დიფ სთეითის დავალებებს, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა. 

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და მედია მენეჯერი, უკანონო პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი, ექვს სხვა ჟურნალისტთან ერთად 2025 წლის მსოფლიო პრესის თავისუფლების გმირის ჯილდოს მფლობელად დასახელდა.

ჯილდო საერთაშორისო პრესის ინსტიტუტის IPI-IMS-ის მიერაა დაწესებული.

 

მსგავსი სიახლეები