უკონტროლო დაპატიმრებები და "ოცნების" დაანონსებული შურისძიება - ოპოზიცია ევროპარლამენტარებს ხვდება
თბილისში ჩამოსული ევროპარლამენტარები ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებიან. განხილვის მთავარი საკითხი ხალხის უკონტროლო დაპატიმრებები და "ოცნების" დაანონსებული შურისძიება.
ქართველი პოლიტიკოსების ევროპული დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალურად აწვიდან ინფორმაციას, რა მეთოდებით აპირებს ივანიშვილის პარტია ხალხის დასჯას და ოპოზიიციის გაქრობას.
ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ევროპული მომავლის მცველების გამარჯვებისთვის საჭიროა ყოვლისმომცველი სანქციების დაწესება "ოცნების" წევრებისთვის.
უვიზო მიმოსვლა შეუნარჩუნდეთ საქართველოს მოქალაქეებს და მისი დროებითი შეჩერება მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ იმ პირებზე, რომლებიც რეჟიმთან არიან დაკავშირებული და თავად ივანიშვილზე და მის გარეოცვაზე, ბუნებრივია. ეს არის პოლონეთის ინიციატივა, რომელიც ევროპარლამენტმა დაამტკიცა, ახლა ევროსაბჭოს დამტკიცებაღაა საჭირო და ჩვენ ავიღეთ ინიციატივა იმისთვის, რომ სწორედ ამ შერჩევითი წესით მოხდეს უვიზო მიმოსვლის შეჩერება იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეები არ დაისაჯონ, მაგრამ დაისაჯოს რეჟიმი და რა თქმა უნდა, სწორედ ამაზე გვექნება დღეს საუბარი ევროპარლამენტარებთან.
ევროპარლამენტარებმა უკვე ძალიან მკაცრი რეზოლუციები მიიღეს, სადაც საუბარია რეჟიმის არაღიარებაზე და ასევე კონრეტული მოწოდებებით, პრაქტიკულად ყველა სესიაზე, მიმართავენ ევროკომისიას, ევროსაბჭოს და წევრ სახელმწიფოებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი ამგვარი პოლიტიკური ძალისხმევა და წნეხი, გამოიღებს აუცილებლად შედეგს, თუმცა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, რომ ჩვენც ვიმუშავოთ, - თქვა შეხვედრაზე შესვლამდე ენმს თავმჯდომარემ თიკა ბოკუჩავამ.
ევროდეპუტატები დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდნეტსაც შეხვედებიან, დღის ბოლოს კი დასკვნით პრესკონფერენციას გამართავენ.