შსს: ბაჩო ახალაია 4 ოქტომბრის საქმეზე ხმის ნიმუშის აღების მიზნით დავიბარეთ
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ბაჩო ახალაია გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის საქმეზე ჰყავთ დაბარებული.
როგორც გელა გელაძის უწყება გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, ახალაიასგან ხმის ნიმუშის აღება უნდა მოხდეს.
ყოფილი მაღალჩინოსანი კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში 13:00 საათზე უნდა მივიდეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, ქ. თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში, 2025 წლის 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე, მოწმის სახით გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით დაბარებულია 1980 წელს დაბადებული ბაჩანა ახალაია.