ბაჩო ახალაია დაკავებას არ გამორიცხავს - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე მივიდა
ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში მივიდა - თავდაცვის ყოფი;მა მინისტრმა გამოკითხვაზე შესვლამდე კომენტარი მედიასთან გააკეთა და თქვა, რომ რამდენიმე წუთის წინ გაიგო, რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.
ახალაია ამბობს, რომ რომ ჩანაწერში, რომელიც სამთავრობო მედიამ გაავრცელა, მისი ხმა არ არის.
მან ასევე თქვა, რომ 4 ოქტომბრის მოვლენეში ჩართული არ ყოფილა - "ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში ვიყავი ჩართული"
ასევე ახალაიმ "პირველების" კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ დაკავებას არ გამორიცხავს და არც იმას, რომ ხელბორკილები პირდაპირ გამოკითხვის შემდეგ დაადონ.
ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთის ადრე შსს-ს განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.