ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით შემოთვლა იყო - ახალაია

10.10.25 13:21
ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით შემოთვლა იყო - ახალაია

ბაჩო ახლაია ამბობს, რომ ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით მის მიმართ "შემოთვლა იყო", თუმცა ვინ და რა "შემოუთვალა", ამას ყოფილი მაღალჩინოსანი არ აკონკრეტებს.

ყოფილმა მაღალჩინოსანმა დღეს "პირველების" კითხვის საპასუხოდ არც ის გამორიცხა, რომ შეიძება გამოკითხვიდან აღარ გამოუშვან და კრიმინალური პოლიციიის დეპარტამენტში პირდაპირ ხელბორკილები დაადონ.

მე ჩამოვედი რამოდენიმე თვის წინ ქვეყანაში. მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ვარ. (ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებით) შემოთვლა კი იყო. მე კი არა თქვენც, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა - ან წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ქვეყანას, ან გარსუდებით", - განაცხადა ახალაიამ. 

ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთის ადრე შსს-ს განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.