“აუდიოჩანაწერი ათასი პროცენტით ფალსიფიცირებულია, სიტყვა, ბგერა არ არის ჩემი“ - ბაჩო ახალია
ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მივიდა. როგორც თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, მას უთხრეს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის საქმეზე იბარებდნენ, თუმცა ცოტა ხნის წინ გაიგო, რომ ხმის ნიმუშიც უნდა აიღონ.
ახალაიას მტკიცებით, ჩანაწერი 1000 % -ით ფალსიფიცირებულია და არა თუ სიტყვა, ბგერაც კი არ არის მისი.
არც უთქვამთ რაზე დამიბარეს, 1 წუთის წინ გავიგე, რომ თურმეე ხმის ნიმუში უნდა აიღონ, მანამდე მითხრეს, რომ 4 ოქტომბრის ძალადობის საქმეზე მიბარებდნენ. რაც შეეხება ხმის ნიმუშს- 1000 % -ით ფალსიფიცირებულია, არა თუ სიტყვა, ბგერაც არ არის ჩემი. ვისაც გაინტერესებთ, გეტყვით, რომ ბატონი პაატასთვის ამ სტილით და პაატათი მიმართვა არასდროს მიკადრებია, ჩემი უფროსი მეგობარია და ყოველთვის მოკრძალებული ვარ, საერთოდ სხვა სახის ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე იქ ჩანს. ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში ვიყავი ჩართული, სამ წუხაროდ, მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე სამზარეულოდან ვადევნებდი ამ ყვეალფერს თვალს. სამწუხაროა. მეორეს მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებში თუ აზროვნებენ, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზებაა მანდ. ბატონი ბურჭულაძის და ხაბეიშვილის მოწოდებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება? საკუთარი თვაოლით ვერ ხედავენ სად ცხოვროვბენ. პაატა ბურჭულაძსი, ხაბეიშვილის, მურთაზ ზოდელავას მოსაზრების ფორმირებას სჭირდებოდა ვინმეს ორგანიზება, თუ მიტინგზე ხალხის მოსვლას შეატყო ვინმემ ორგანიზება. ჩემი მოსაზრება მინდა გაგიზიაროთ, რეჟიმს არ უნდა დაინახოს უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებიობენ პატრიოტი ადამიანები, რომლებსაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ., -თქვა მან.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის თქმით, “ოცნებამ“ 13 წელი და უამრავი რესურსი დახარჯა იმისთვის, რომ რამდენიმე “ბუა ადამიანი“ ჰყოლოდათ“.
მგონია, რომ მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე, რომლებმაც 13 წელი დახარჯეს და უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე ბუა, რომელთა შორის ერთი მე ვარ. ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ, მთელმა საქართველომ რაც დაინახა, ეს გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო. ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა, მაგ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოსი, - აღნიშნა მან.
ახალაიას თქმით, პაატა ბურჭულაძე თვეზე მეტია არ უნახავს, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, მას უფრო ხშირად ხვდება, რადგან მისი მეზობელია.
მისივე თქმით, არის სამი ვარიანტი, რომელიც შესთავაზეს ქართველებს- “ან ყველამ საქართველო დატოვოს, ან ყველა ციხეში, ან გარუსდით“.
მე ჩამოვედი რამდენიმე თვის წინ ქვეყანში, ყველას კარგად გესმით, რომ ჩემი გადაადგილება, ყოფნა-მოძრაობა ქვეყანაში, მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. ასე ვიცხოვრე ეს თვეები, პრობლემების გარეშე, ღიად, თავისუფლად. შემოთვლასთან დაკავშირებით, კი მარტო მე კიარა, თქვენც შემოგითვალეს, ყველას შემოგითვალათ ბიძინა ივანიშვილმა, წახვალთ ციხეში, ან დატოვებთ ქვეყანას, ან გარუსდებით, - განაცხადა ახალაიმ.
ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთის ადრე შსს-ს განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.