"ძალიან მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული" - ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერზე

10.10.25 13:27
"ძალიან მრცხვენია და მიტყდება, რომ არაფერში ვიყავი ჩართული" - ბაჩო ახალაია 4 ოქტომბერზე

ბაჩო ახალაია ამბობს, რომ 4 ოქტომბრის მოვლენეში ჩართული არ ყოფილა - "ძალიან მრცხვენია, რომ არაფერში ვიყავი ჩართული".

რაც შეეხება აქციის ორგანიზებას, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ  პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას არავის ორგანიზება არ სჭირდებოდა.

„ძალიან მრცხვენია, ძალიან, ძალიან „მიტყდება“, რომ არაფერში ვიყავი ჩართული სამწუხაროდ, ძალიან მრცხვენია ამის. ძალიან მრცხვენია, რომ ეს ხალხი ახლა ზის და მე უბრალოდ სამზარეულოდან ვადევნებდი ამას თვალს. მეორე მხრივ, ცოტა საღი აზრის ფარგლებშიც, თუ აზროვნებენ ადამიანები, უნდა ესმოდეთ, რისი ორგანიზება არის. ბატონი პაატა ბურჭულაძის და ლევან ხაბეიშვილის მოწოდებას ვინმე ორგანიზება სჭირდებოდა?

მე როგორც ადამიანს, როგორც ჩვეულებრივ, უბრალო ადამიანს, პატრიოტს ამ ქვეყნისას, ძალიან მრცხვენია, რომ იქ არ ვიყავი და აქ ვდგავარ ახლა,“ - განაცხადა ბაჩო ახალიამ.

ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთის ადრე შსს-ს განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.