13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენიმე ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი მე ვარ - ბაჩო ახალაია

10.10.25 14:02
13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენიმე ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი მე ვარ - ბაჩო ახალაია

ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში უამრავი რესურსი დახარჯეს, რომ რამდენიმე ბუა ჰყოლოდათ, მათ შორის ერთი მე ვარ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ბაჩო ახალაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით,  “რეჟიმს არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, რომელთაც არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ“.

რეჟიმს უბრალოდ არ უნდა დაინახოს მარტივი ჭეშმარიტება, რომ საქართველოში არსებობენ პატრიოტი ადამიანები, ისეთები, როგორიც არიან ბატონი პაატა, მურთაზი, ლევანი და სხვები. მათ არ სჭირდებათ ვინმეს კარნახი იმისთვის, რომ სამოქალაქო მშვიდობიანი აჯანყება მოაწყონ. როგორც თქვენ ნახეთ, ისე ვხედავდი მეც. მგონია, რომ ძალიან მარტივ, პრიმიტიულ პროპაგანდასთან გვაქვს საქმე. 13 წლის განმავლობაში დახარჯეს უამრავი რესურსი, რომ ჰყოლოდათ რამდენიმე „ბუა“, მათ შორის ერთი მე ვარ. ბატონ პაატას ვიცნობ ძალიან კარგად, უდიდესი პატივისცემა მაქვს მის მიმართ, ჩვენი ოჯახის ახლობელია. მურთაზი ჩემი მეზობელია. შესაბამისად, მგონია, რომ ეს პრიმიტიული სცენარი გამოიყენეს. ცდილობენ ხაზი გაუსვან იმას, მთელმა საქართველომ რაც დაინახა, გაგიჟებული პატრიოტების თავგანწირვა კი არ იყო, სინამდვილეში ქართველები კი არ ვარსებობთ, სინამდვილეში ჩვენ არ გვყავს 15 ან 100 კაცი, რომელსაც შეუძლია თავგანწირვა. სინამდვილეში ვიღაცებს უნდათ აიძულებდნენ, რომ იყვნენ პატრიოტები.ეს არის კიდევ ერთი დამცირების მცდელობა ამ საოცარი ადამიანების და მათთან ერთად მთელი საქართველოს“, - განაცხადა ახალაიამ.

ბაჩო ახალაია კრიმინალური პოლციიის დეპარტამენტში იმყოფება - ყოფილი მაღალჩინოსანი გამოკითხვაზე ადვოკატის გარეშე მივიდა. ახალაიას საგამოძიებო უწყებაში მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე შსს-მ განცხადება გააავრცელა, სადაც წერს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გამოკითხვაზე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებთ არის დაბარებული და რომ მისგან ხმის ნიმუშის აღებას აპირებენ.

მსგავსი სიახლეები