უნდა გამოიკითხოს თუ არა ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეზე ივანიშვილი? - რას ამბობს პაპუაშვილი

10.10.25 14:39
უნდა გამოიკითხოს თუ არა ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეზე ივანიშვილი? - რას ამბობს პაპუაშვილი

 

 

უნდა გამოიკითხოს თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში ცემის საქმეზე ბიძინა ივანიშვილი? - ეს კითხვა დღეს "პირველების" ჟურნალისტმა შალვა პაპუაშვილს დაუსვა.

პაპუაშვილი ამბობს, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არავისი რჩევა- დარიგება არ სჭირდება".

  • ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ინსცენირების ბრალდებით გუშინ სუს-მა პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილე,  გიორგი ქემოკლიძე დააკავა. ქემოკლიძემ თანამდებობა აგვისტოში N8 პენიტენციური დაწესებულების ხელმძღვანელ დავით გოგობერიშვილთან ერთად დაატოვა.

პაპუაშვილიც სუს-ის და პენიტენციურის მსგავსად დღეს კამერებსი წინ ამტიცებდა, რომ ბაჩიაშვილმა მასზე ძალადობის ინსცენირება მოაწყო.

ეს აჩვენებს რამხელა კრიმინალური ენერგია აქვს და ყველაფერზეა ეს ადამიანი წამსვლელი. რაც შეეხება იმას, თუ ვინ იყო ჩართული ამ დანაშაულში, გამოძიება იმისთვის არის, რომ ყველა მისი მონაწილე დაადგინოს და ამ ეტაპზე, ვინც დაადგინა, სწორედ ის ადამიანია დაკავებული.

პაპუაშვილი ასევე დღეს მედიასთან ირწმუნებოდა, რომ ივანიშვილის მილიარდების ყოფილმმა მმართველმა პენიტენციურის თანამშრომლები ფულით მოისყიდა. ჟურნალისტის კითხვაზე, მილიარდი თუ გაქვს ციხეში რასაც გინდა იმას იზამ? პაპუაშვილი პასუხობს, რომ - "რა თქმა უნდა არა".

არა რა თქმა უნდა, მაგრამ სწორედ ეს არის, სხვა ახლა, ტკბილი სიტყვით თუ ვინმე დაარწმუნა, არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით ერთის მხრივ ფული და მეორეს მხრივ ის, ვინც, მას მფარველობს. 

რა გვითხრა სუს-მა?

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მტკიცებით, "სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ყოფილმა მოადგილემ გიორგი ქემოკლიძემ პატიმარ გიორგი ბაჩიაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის საკანში შეიყვანა სპეციალურად შერჩეული ორი პატიმარი, რომლებსაც წინასწარი სცენარის მიხედვით გიორგი ბაჩიაშვილისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების იმიტაცია უნდა მოეწყოთ, რისი განხორციელებაც იმ ეტაპზე ვერ მოახერხეს".
  • მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ ამის შემდეგ, განზრახვის ბოლომდე მისაყვანად გიორგი ქემოკლიძემ გიორგი ბაჩიაშვილის საკანში შეიყვანა პატიმარი კ.მ. მისი შესვლისთანავე გიორგი ბაჩიაშვილმა, წინა გამოცდილების გათვალისწინებით, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე დაძაბა კ.მ.-სთან ურთიერთობა, რასაც მათ შორის მოყვა მცირე ფიზიკური დაპირისპირება.

 

მსგავსი სიახლეები