სააკაშვილი ჩახუნაშვილის დაკავებაზე: "ოცნება" ინტელექტუალებისა და მოქალაქეების მასობრივ დევნაზე გადავიდა

10.10.25 14:54
სააკაშვილი ჩახუნაშვილის დაკავებაზე: "ოცნება" ინტელექტუალებისა და მოქალაქეების მასობრივ დევნაზე გადავიდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი აკადემიკოს გიორგი ჩახუნაშვილის დაკავებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ რომ ხელისუფლების მხრიდან ინტელექტუალების, ექიმებისა და სპორტსმენების დევნა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ვითარება ქვეყანაში იმ დონემდეა მიყვანილი, როცა რეპრესიების მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი მოქალაქე, მიუხედავად მისი პროფესიისა თუ პოლიტიკური პოზიციისა.

მესამე პრეზიდენტი მოუწოდებს ოპოზიციურ ძალებსა და საზოგადოებას, უერთმანეთო ბრალდებების ნაცვლად სოლიდარობა და ერთობა აჩვენონ, რადგან მხოლოდ საერთო წინააღმდეგობაა ხელისუფლების კონტროლის მექანიზმის შესაკავებლად ეფექტური გზა.

მანიაკებმა დააპატიმრეს გოგი ჩახუნაშვილი - სახელგანთქმული ექიმი. უკეთილშობილესი ადამიანი და მოქალაქე, უმაგრესი ოჯახის მამა. იჭერენ ინტელექტუალებს, სპორტსმენებს, ყველანაირ ადამიანს.
იყო დრო მარტო "ნაცებს" იჭერდნენ, ახლა ყველას.
იყო დრო ქალებს არ ეხებოდნენ, ახლა ციხეში ბევრი ქალი პოლიტპატიმარია. 
ადრე ოჯახის წევრებს არ დასდევდნენ, ახლა პატიმრობა გამოაქვთ და სახლიდან ასახლებენ.
ადრე ასაკოვანებს ინდობდნენ, ახლა განსაკუთრებით მათ დასდევენ.
ადრე ქოცობა იმუნიტეტს ნიშნავდა და ახლა სრულიად პირიქით.
ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით რომ 4 ოქტომბერზე ერთმანეთისკენ ხელის გაშვერა, მხოლოდ უადვილებს ივანიშვილს საქმეს.
არის კიდევ ერთი ამბავი - ოპოზიციური ტელევიზიები მთელი ეს დრო ჩემს პოსტებს აიგნორებენ. სამწუხაროდ, რეჟიმის მიერ მალე ისინი ეთერიდან ჩაიხსნებიან და სატელევიზიო ეთერში მათ ვეღარავინ გამოესარჩლება. ნუთუ ახლა მაინც ვერ ხვდებით, რომ ძალა ურთიერთ სოლიდარობაში და ერთობაშია!, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილი გუშინ დააკავეს. მანამდე ექიმის სახლში კრიმპოლის წარმომადგენლები მივიდნენ და სახლის ჩხრეკას აწარმოებდნენ.   

 

მსგავსი სიახლეები