ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს - გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე

20.10.21 11:45
ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს -  გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების წერილზე

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს როგორც სამართლებრიუვ სახელმწიფოს , - ასე ეხმიანება "ქართული ოცნების" დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარების მორიგ წერილს. მაჭარაშვილის თქმით, ევროკავშირმა და აშშ-მ დამოუკიდებელ ქვეყანაში მართლმსაჯულების აღსრულების პროცესს და საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. 

ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს სუვერენიტეტს, საქართველოს როგორც სამართლებრიუვ სახელმწიფოს და საქართველოში არსებულ ინსტიტუციებს. სხვა ყველა შემთხვევაში იქნება მიუღებელი ჩვენთვის ნებისმიერი პოლიტიკოსის განცხადება თუ რეკომენდაცია, რადგანაც ევროკაშირი, აშშ და ყველას ის ცივილიზებული სამყაროს  წარმომადგენელობა, რომელიც ცნობს საქართველოს სუვერენიტეტს და რომელსაც სურს, რომ მსოფლიოში დემოკრატიამ გაიმარჯვოს, ემსახურება სწორედ იმას, რომ დამოუკიდებელ ქვეყანაში პატივი სცეს მართლმსაჯულების გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს და პატივი სცეს იმ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობის გადაწყვეტილებას, - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.

 5 ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე მიხეილ სააკაშილის გათვაისუფლების მოთხოვნით მორიგ წერილკს ავრცელებენ. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას ბრალს პოლიტიკურ დევნაში და ქვეყანაში პოლარიზაციის გაღრმავებაში სდებენ. მათი შეფასებით, მმართველმა პარტიამ ყურადღება კანონის უზენაესობაზე და ევროპული ტიპის მართლმსაჯულების სტანდარტების დაცვაზე უნდა გაამახვილოს.