ბაჩო ახალაია 8 საათია გამოკითხვაზეა - რა კითხვები აქვს გამოძიებას ექსმინისტრთან

10.10.25 20:05
ბაჩო ახალაია 8 საათია გამოკითხვაზეა - რა კითხვები აქვს გამოძიებას ექსმინისტრთან

ბაჩო ახალია აცხადებს, რომ "ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერი ფალსიფიცირებულია და მისი წინააღმდეგ პროპაგანდისტულად გამოიყენება. ყოფილი თავდაცვის მინისტრის თქმით, ჩანაწერში მისი ხმა საერთოდ არ ისმის და ბრალდებები აბსურდულია.

ახალიამ დღეს კრიმინალურ პოლიციაში ადვოკატის გარეშე გამოცხადდა. გამოძიება მისგან ხმის ნიმუშების აღებას ითხოვდა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, სისტემას აღარ ენდობა და არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება მის ხელახალ დაპატიმრებას ამზადებს.

გამოკითხვაზე შესვლამდე ახალაიამ დაადასტურა, რომ ბოლო პერიოდში მასზე ზეწოლა ხორციელდებოდა - ყოფილ მაღალჩინოსანს ურჩევდნენ ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი დაკავებით ემუქრებოდნენ.

ვვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები