დაპირებული დემოკრატიიდან დიქტატურამდე - ივანიშვილის პოლიტიკური ევოლუცია
კაცი, რომელიც ოდესღაც წინა ხელისუფლებას რეპრესიების გამო უპირისპირდებოდა, დღეს თავად იმავე ბრალდებების მთავარი წყაროა. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც 2012 წელს პატიმრების შემცირებასა და უსამართლო დაკავებების დასრულებას ქვეყნის განვითარების საფუძვლად მიიჩნევდა, ახლა ხელისუფლებაში ყოფნისას თავად განიცდის როლების ცვლას.
მაშინდელი მისი სიტყვები - „დავასრულებთ რეპრესიებს და შევქმნით სამართლიან სახელმწიფოს“, თითქოს დავიწყებას მიეცა. ახლა კი სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რასაც მაშინ თავად აპროტესტებდა.
დღეს, პრემიერ-მინისტრის რანგში, ის აცხადებს, რომ საპროტესტო აქციები დემოკრატიის ფორმაა, თუმცა აღიარებს, რომ პროტესტი ყოველთვის მიუთითებს ცუდ მმართველობაზე. განსხვავებით 2012 წლისგან, როცა თავად იცავდა პროტესტის მნიშვნელობას, ახლა მისი გუნდი მოსახლეობის უკმაყოფილებას მოღალატეობად აცხადებს.
ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.