კოორდინირებული შეტევა ევროკავშირზე - როგორ პასუხობს "ოცნება" ბრიუსელის კრიტიკას
კაცს, რომელსაც რუსული პროპაგანდის ტირაჟირებაში სდებენ ბრალს, ახლა იგივე ბრალდებები სხვებზე გადააქვს. ბრიუსელიდან მიღებული კრიტიკის პასუხად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ისევ შეურაცხმყოფელ ტონზე გადავიდა და ევროკომისიის პრესსპიკერი ძალადობის წახალისებაში დაადანაშაულა.
პაპუაშვილს მხარი დაუჭირა კახა კალაძემაც - გუშინ ამერიკელებს უტევდა, დღეს კი ევროპის ჯერი დადგა. ივანიშვილის პარტიის გენერალურმა მდივანმა ევროკავშირი 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
ევროკავშირის წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევა გაგრძელდა პარლამენტის ტრიბუნიდანაც. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა კრიტიკის ნაცვლად დასავლელ პარტნიორებზე იერიში მიიტანეს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.