საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც - მიხეილ სააკაშვილის მორიგი მიმართვა
სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც - საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოზიცია მისმა ადვოკატმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა გაასაჯაროა. მიუხედავად ამისა, მიხეილ სააკაშვილი მედიკამენტურ ჩარევაზე თანხმობას აცხადებს, რადგან მისი თქმით, სურს, რომ საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა ბოლომდე შერჩეს.
ჩემი პოზიცია შიმშილობასთან დაკავშირებით არის შემდეგი: ყველა ჩემი ნაბიჯი იყო ნაკარნახევი მთავარი მიზნით, დავეხმარო ქართველ ხალხს ჭაობიდან თავის დაღწევაში. ჩამოვედი ისე, რომ არ მომხდარიყო შეტაკებები და არავინ არ დაზარალებულიყო. ასევე, მოვუწოდე სხვებს შიმშილობის შეწყვეტისკენ და ვშიმშილობ მხოლოდ მე ერთადერთი მოთხოვნით, შეწყდეს მართლმსაჯულების უსამართლო, პოლიტიკური დევნისთვის გამოყენება და დავუბრუნდეთ ნორმალურ დემოკრატიულ პროცესს, სადაც ხალხი იღებს გადაწყვეტილებებს ძალდატანების და გაყალბების გარეშე. სანამ დაპატიმრებული ვარ, საკვებს არ მივიღებ არც ერთი ფორმით და მზად ვარ სიკვდილისთვისაც. ამავე დროს, მინდა ბოლომდე შემრჩეს საღი აზროვნება და შრომისუნარიანობა. ამიტომ თანახმა ვარ, ექიმების მხრიდან მედიკამენტოზურ ჩარევაზე, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
პატიმარი პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ მისმა ადვოკატებმა მოინახულეს.