სასახლის ღობის საქმე - კობახიძე აანონსებს, რომ დაკავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება

11.10.25 15:57
სასახლის ღობის საქმე - კობახიძე აანონსებს, რომ დაკავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება

სასახლის ღობის საქმე - ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დაკავებულთა რაოდენობა სავარაუდოდ გაიზრდება.

"უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას" - თქვა დღეს გურჯაანში "ოცნების" პრემიერმინისტრმა. 

მისივე განცხადებით, ყველა, ვისი იდენტიფიცირებაც მოხდება, პასუხისგებაში მიეცემა.

სავარაუდოდ, დაკავებულთა რაოდენობა გაიზრდება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებით, ვაფრთხილებდით, რომ გვქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე მანამდე. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია.

შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება, მარტივად გაატაროს სახელმწიფომ. სახელმწიფო ინსტიტუტებზე ასეთი მასშტაბის ძალადობა როცა ხორციელდება, იქ რეაგირება პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა მომავალში დავაზღვიოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას, რა თქმა უნდა, ბოლომდე მივიყვანთ,“- განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული. 

მსგავსი სიახლეები