რიგითი აქტივისტები, ლიდერებიც ციხისთვის გაწირეს და ახლა ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის - კობახიძე
კობაიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს რიგითი აქტივისტები, მათ შორის ლიდერებიც ციხისთვის გაწირეს და ზოგიერთი პირი, ვინც აქცის დაანონსების თანამონაწილე იყო ახლა პასუხისმგებლობას გაურბის ან მიმალულია.
"ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ" - ამბობს კობახიძე.
ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არამხოლოდ, ლიდერებიც და ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეებიც იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად, მორალი არ აქვთ, ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, გარე დავალებებია და გარე პატრონის კარნახი", - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.