პაატა ბურჭულაძის ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ტყეში ნაპოვნ იარაღებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს
პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მსოფლიო ბანის ადვოკატი, შოთა თუთბეროძე ამბობს, რომ დაზუსტებით არ იცის, თუ რა საკითხთან დაკავშირებით უდნა გამოიკითოს ბურჭულაძე, თუმცა ეჭვობს, რომ ეს ტყეში ნაპოვნ იარაღებს უკავშირდება.
დაკავებული მსოფლიო ბანის ადვოკატი ტყეში ნაპოვნ იარაღებზე ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს - "დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ამ იარაღებზე ბიძინას რომელიმე ზებრის ან მამუკა მდინარაძის დნმ ამოვიდეს".
არის შანსი რომ იგივე საქმეზე იყო გამოკითხვა, საუბარია იარაღების საქმეზე. მე მინდა და სურვილი მაქვს, რომ ამ იარაღებზე დაინიშნოს ექსპერტიზა, მათ შორის დნმ-ის ნიმუშის არსებობის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ და მგონია, რომ ამ იარაღებზე ბიძინას რომელიმე ზებრის ან მამუკა მდინარაძის დნმ ამოვიდეს. რა თქმა უნდა, ამასთან პაატა ბურჭულაძეს არანაირი შეხება არ აქვს. სასაცილოა, საოპერო მომრერალს სადღაც ტყეში ჩამარხულ იარაღებზე რომ ეკითხებიან. ამასთან პაატა ბურჭულაძეს არანაიირი კავშირი არ აქვს. ეს არის უბრალოდ მცდელობა საზოგადოებსი დაძაბულობსი სტრესის და შიში სენარჩნებისა", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ.