ია დარახველიძემ იზოლატორი დატოვა

11.10.25 18:56
ია დარახველიძემ იზოლატორი დატოვა

სასახლის ღობის დაზიანების საქმეზე დაკავებულმა ია დარახველიძემ იზოლატორი დატოვა.

მუსიკოსი 10 000- ლარიანი საპატიმრო გირაოს გადახდის საფუძველზე გათავისუფლდა. კრეატიულ დირექტორს მოქალაქეებმა თანხა მოსამართლის გადაწყვეტილებიდან 10 წუთში შეუფროვეს.

ცნობისთვის, 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულ ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო სასამართლომ დღეს შეუფარდა.

მასთან ერთად  დაკავებული 3 პირი კი პატიმრობაში დატოვა.

ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შსს-მ ჯამში 46 ადამიანი დააკავა.

მსგავსი სიახლეები