ია დარახველიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ: "გავიმარჯვებთ აუცილებლად"

11.10.25 19:04
ია დარახველიძის პირველი კომენტარი გათავისუფლების შემდეგ: "გავიმარჯვებთ აუცილებლად"

 

 

"გავიმარჯვებთ აუცილებლად"- ამის შესახებ სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულმა ია დარახველიძემ ია დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვების შემდეგ განაცხადა.

კრეატიული დირექტორი ამბობს, რომ ის ელოდა, რომ მოსამართლე მრავალი წლით ციხეში გაუშვებდა. 

„მე გამაძლებინა ჩემმა მეგობრებმა, ხალხის თანადგომამ გარეთ. მესმოდა, რომ ჩემზე ფიქრობდნენ, ღელავდნენ. ზუსტად ვიცი, პოლიტპატიმრებსაც ეს ამშვიდებთ, რომ მათ გამო გარეთ ვდგავართ და ვიბრძვით. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდი, რომ დამაპატიმრებდნენ და დიდი ხნით წავიდოდი ციხეში. ყველას დიდი მადლობა, რომ ეს ყველაფერი ასე დასრულდა... 

პირველ რიგში გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს და აუცილებლად გავიმარჯვებთ!"- თქვა მუსიკოსმა. 

მუსიკოსმა ია დარახველიძემ რამდენიმე წუთის წინ დროებითი დაკავების იზოლატორი დატოვა. კრეატიული დირექტორი გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს.

დარახველიძე 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს. მას დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები