მათი მიზანი იყო, მიეტყუებინათ ჩვენებაზე - რა კითხვები დაუსვეს პაატა ბურჭულაძეს?
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორი, პაატა ბურჭულაძე გამოიკითხა.
- მისი გამოკითხვა, თავდაპირველად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების მიერ რუსთავის ციხეში, გუშინ, 10 ოქტომბერს იგეგმებოდა, თუმცა ბურჭულაძემ სუს-ის მხრიდან გამოკითხვაზე უარი განაცხადა.
როგორც გამოკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, ეს იყო სუს-ის მიერ ფორმალური დაბარება ე.წ. იარაღის საქმეზე, თუმცა სინამდვილეში გამოძიებას სურდაპაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რაზეც მსოფლიო ბანს ბრალდებულის სტატუსი აქვს.
ჩემი აზრით მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მათთვის სარგებლის მომტანი არ იქნებოდა. მათი რეალური მიზანი იყო, მოეტყუებინათ ბურჭულაძე ჩვენების მისაცემად და მერე დაესვათ კითხვები და ესაუბრათ... მერე კითხვები ეხებოდა იმ საქმეს სადაც ის ბრალდებულია...
ცხადია, ამ კითხვებზე მათ პასუხი ვერ მიიღეს. მაგალითად, ეკითხებოდნენ, რას აორგანიზებდა და ვისთან ერთად აორგანიზებდა, ეძებდნენ საკენკს შავი პიარისთვის და რეპუტაციის შესალახას, შიშის და სტრესის დასათესად და თავისივე ტელევიზიებით ამის გასავრცელებლად“ - თქვა ადვოკატმა.
მისი თქმით, ბურჭულაძემ გამოძიების კითხვებს მხოლოდ იარაღის ნაწილში უპასუხა და უთხრა, რომ ამ საქმეზე არაფერი იცის და მათ მიერ დასახელებულ ხალხს არც კი იცნობს:
ჩვენ ფორმალურად დაბარებული ვიყავით სუს-ის მიერ, მათი თქმით, მათი ვერსიით ამოღებული იარაღის საქმეზე, რომელთან დაკავშირებითაც ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. მე პირადად, მგონია, რომ ისევ სუს-ის მიერ მოგინილი თემაა, როგორც ბევრი წლის წინ საბურავების თემა, რომლიც ნაგავსაყელზე იპოვეს და თქვეს, რომ ოპოზიცია ამზადებდა ამ საბურავებს რაღაცისთვის. დღემდე ეს საქმე თაროზეა შემოდებული და არავითარი შედეგი არ მოჰყოლია. რაც ადასტურებს, რომ ეს იყო შეთითხნილი საქმე, ისევე როგორც მიმდინარე პოლიტიკური საქმეები.
ჩვენ ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ თავისუფლად შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან. მათ ყველა კითხვას ვუპასუხეთ, რომელიც ამ საკითხს შეეხებოდა, თუმცა ადგილი ჰქონდა მცდელობას, რომ პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმეზე, რომელის ამ კონკრეტულ საქმესთან კავშირში არ არის და ეხება იმ საქმეს, სადაც მსოფლიო ბანს ბრალდებულის სტატუსი აქვს. ამ კითხვებზე პასუხი მათ ბუნებრივია ვერ მიიღეს"- თქვა თუთბერიძემ.