პროპაგანდას ბაჩო ბუად ჰყავს გამოყვანილი და კარგად იცის, რომ კარგიც რომ ხდებოდეს, მისი ჩარევა ზიანის მომტანი იქნება - ნადარეიშვილი

12.10.25 21:21
პროპაგანდას ბაჩო ბუად ჰყავს გამოყვანილი და კარგად იცის, რომ კარგიც რომ ხდებოდეს, მისი ჩარევა ზიანის მომტანი იქნება - ნადარეიშვილი

თამარ ჩერგოლეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ 4 ოქტომბრის გეგმა ბაჩო ახალაიას სამზარეულოში დაიგეგმა, ანა ნადარეიშვილის მეუღლე კატეგორიულად უარყოფს. ამის შესახებ ახალაიას მეუღლემ ტვ პირველის ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ბაჩომ კარგად იცის, რომ პროპაგანდას ის "ბუად" ჰყავს გამოყვანილი და მისი ნებისმიერი მოძრაობა უფრო მეტ უარყოფითს მოუტანს საქმეს, ვიდრე უმოქმედობა.  

ბაჩოს არც ფეისბუქი აქვს და არც აქვს სურვილი, რომ თქვას რამე, იმიტომ, რომ ძალიან კარგად იცის, რომ ბუად ჰყავთ გამოყვანილი. ეს პროპაგანდა კარგად უმუშავებთ, ეს არის კაგებეშნიკური პროპაგანდა და ჩვენ კი არა, ამას მსოფლიო ვერ ერევა, ამ რუსულ პროპაგანდას. ამ პროპაგანდით ჰყავთ ბუად გამოყვანილი და ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი მოძრაობა, სადაც რაიმე კარგი შეიძლება, ხდებოდეს, კარგზე უფრო მეტს ცუდს მოუტანს მისი რამე სახით ჩარევა ამაში. რა თქმა უნდა, ვგულშემატკივრობდით და ეს ჩემს ტექსტებშიც ჩანდა, - ამბობს ნადარეიშვილი. 

გუშინდელი განცხადების შემდეგ თამარ ჩერგოლეიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კრიმპოლში გამოკითხვაზე დაიბარეს.