ევროპარლამენტარები საკითხს შესაძლოა, სუბიექტურად უდგებოდნენ - მიხეილ სარჯველაძე

20.10.21 13:33
ევროპარლამენტარები საკითხს შესაძლოა, სუბიექტურად უდგებოდნენ - მიხეილ სარჯველაძე

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე თვლის, რომ ევროპარლამენტარები, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამდე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ, საკითხს სუბიექტურად უდგებიან. სარჯველაზე აღნიშნულ მოწოდებას  ნონსენსს უწოდებს.

იურიდიული თალსაზრისით ვფიქრობ, რომ არის აბსოლუტური ნონსენსი. შესაბამისად, ამას ვერც ერთ შემთხვევაში მე პირადად ვერ დავეთანხმები, რომ გაჩერდეს საქართველოს სახელმწიფო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება ან ზოგადად მართლმსაჯულება, ვიდრე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული რომელიმე კონკრეტულ საქმეზე. ეს მოსაზრებაა ვინმესი და ვარაუდი, რომელიც შეიძლება ნაკარნახევი იყოს არა მხოლოდ ობიქეტური შეფასებით, არამედ შეიძლება სუბიექტურად უდგებოდნენ საკითხს, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.