"ოცნების" იერიში ბრიუსელზე - შეფასებები ოპოზიციაში

13.10.25 11:56
"ოცნების" იერიში ბრიუსელზე - შეფასებები ოპოზიციაში

„ოცნების“ ახალი იერიში ევროკავშირზე - ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსთაველის გამზირზე პროტესტის უწყვეტობაში ბრიუსელს ადანაშაულებს და საკუთარი მარცხის გამართლებას ცდილობს.

თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი ბაკურ კვაშილავა ამბობს, რომ ივანიშვილის გუნდისთვის ქუჩის პროტესტი უკვე მძიმე გამოწვევად იქცა.

რამდენიმე რამეზე მეტყველებს ეს განცხადება: ერთი, რომ "ქართული ოცნებისთვის" ძალიან დიდ პრობლემას წარმოადგენს რუსთაველის გამზირის პროტესტი და ის, რომ 300 დღეზე მეტია ეს პროცესი არ წყდება. ეს არის ხელისუფლებისთვის დიდი გამოწვევა. აჩვენებს იმას, რომ მათი ძალაუფლება არალეგიტიმურია და რომ მათ მოუწევთ კომპრომისზე წასვლა. 

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომ ამის უკან დგას ბრიუსელი, ერთის მხრივ, ეს არის გამართლების მცდელობა, თუ რატომ გრძელდება პროტესტი. უნდათ, აუხსნან საკუთარ მხარდამჭერებს, და, პრინციპში, ბიძინა ივანიშვილს, რატომ არის შეუძლებელი რუსთაველის პროტესტის ჩახშობა და ამას აბრალებენ ბრიუსელს და გარე ძალებს, თითოეული ნაბიჯი, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს ბოლო ორი წელიწადია, არის საქართველოს კონსტიტუციის ღალატი, რაც ნიშნავს სახელმწიფოს ღალატს, მხოლოდ ამიტომ ამოიღებდნენ ისინი 78 მუხლს, - ამბობს "თავისუფლების მოედნის" დამფუძნებელი ბაკურ კვაშილავა. 

ბაკურ კვაშილავას მწვავე შეფასებას აკეთებს "ფერედალისტების" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ოცნების" ხელისუფლება დასავლეთზე შეტევით ცდილობს საზოგადოების დეზორიენტირებას და პროტესტის დემორალიზებას. 

ამ ვითარების გამოყენება სრლიად მოსალოდნელად მათი მხრიდან ხდება შემდგომი დემონიზებისთვის თავისუფალი სამყაროსი და ქვეყნის შიგნით დეზორიენტირებისთვის საზოგადოების, რომ "ყველგან მტრები გვყავს" და ყველაზე უფრო ცუდი რაც არის ასეთი საფრთხის წინაშე მდგომი ქვეყნისთვის, რუსული საფრთხე რასაც ჰქვია, დემორალიზებისთვის საზოაგდოების. არ შეიძლება საპასხისმგებლო, სახიფათო მომენტში გვყავდეს რეჟიმი ხელისფლებაში, რომელიც აწყობილია იმაზე, რომ ერთი კაცის ძალაუფლება და ფული არის მთავარი და ამის გარშემო ჰქონდეს აწყობილი კორუფციული სისტემა, - ამბობს გიგა ბოკერია.  

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი გიგა ლემონჯავა კი ამბობს, რომ "ოცნება" ცდილობს, უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაში ბრალი ბრიუსელს დასდოს. მისი თქმით, ამისთვის ივანიშვილის ხელისფლება ახლა ნიადაგს ამაზდებს.  

საკუთარ მომხრეებში ამზადებს ნიადაგს, თითქოს უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეიძლება, იყოს ვინმეს ბრალი გარდა ბიძინა ივანიშვილისა. მაგრამ, ყველა კვლევა მკაფიოდ აჩვენებს, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის მრავლესობამ იცის, რომ თუ ეს სამწუხარო რეალობა დადგება, ეს იქნება პირადად ივანიშვილის ბრალი და მისი კრიმინალრი რეჟიმის ბრალი. დასავლეთზე ეს შეტევა არის, ჩემი აზრით, ნიადაგის მომზადება ამ ყველაფრისთვის, - ამბობს გიგა ლემონჯავა.  

"ქართული ოცნება"  ევროკავშირის ხელმძღვანელებს "ექსტრემიზმის მხარდამჭერებად" აცხადებს. სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმდჯომარე ითხოვს, ბრიუსელმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი დაგმოს.   

მსგავსი სიახლეები