ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია

13.10.25 12:06
ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან არანაირი კომუნიკაცია არ ჰქონია

ნადიმ ხმალაძე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო საკითხებში ჩართული არ ყოფილა, ამიტომაც მისთვის გაუგებარია, რატომ იბარებენ გამოკითხვაზე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. 

ის ასევე "პირველებთან" საუბარში კატეგორიულად უარყოფს 4 ოქტომბრის აციასთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიასთან რაიმე სახის კომუნიკაციას. 

მიკვირს რატომ მიბარებენ, რადგან იმის იქით, რაც ტელევიზიებში თუ სოციალურ ქსელში მისაუბრია, იმის მეტზე ჩემგან პასუხს ვერ მიიღებენ, რადგან არ ვიცი. 

მე ვიყავი  ბაჩო ახალაიასთან ოჯახში, ოღონდ ეს იყო პერიოდი, როცა მამაჩემი გარდაიცვალა. მან ვერ შეძლო ჩემთან სოფელში ჩამოსვლა და შევთანხდი, რომ ჩამოვიდოდი ვანახავდი. მას უნდა გამოეხატა თანაგრძნობა. ეს იყო ადრე. მაშინ არ მგონია, რომ 4 ოქტომბერი ასეთი აქტუალური იყო. საორგანიზაცო საკითხებში არ ვყოფილვართ ჩართული. ჯერ ერთი, მე არ ვიცი რომელ ორგანიზაციაზეა საუბარი, რუსთაველის 310 დღე აქ ვიყავი და ბატონ პაატას ყოველდღე ვხდებოდი, მაგრამ, არვიცი სადმე ოფისი თუ ჰქონდათ, მე ის ვიცი, რომ ჩვენ აქ ვსაუბრობდით ამ ყველაფერზე რუსთაველსი გადაკეტვის დროს", - აცხადებს ნადიმ ხმალაძე. 

ნადიმ ხმალაძეს, კახა კვესკვესკირს და თამარ ჩერგოლეიშვილი დღეს კრიმინალურ პოლიციაში გამოკითხვაზე ელოდებიან, მაგრამ გელაძის უწყებაში მისვლას არცერთი მათგანი არ აპირებს.  ხმალაძეც, კვესკვესკირიც და ჩერგოლეიშვილიც მხოლოდ სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოკითხვაზე აცხადებენ თანხმობას. როდის შედგება სასამართლოში გამოკითვა, ეს ჯერ უცნობია. 

ცნობისთვის რამდენიმე დღის წინ კრიმინალურ პოლიციაში 4 ოქტომბრის საქმეზე თდვაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოიკითხა. 

 

მსგავსი სიახლეები