"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული გიორგი ნარიმანიძეა

20.10.21 14:37
"პირველების" ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი დაკავებული  გიორგი ნარიმანიძეა

"ტვ პირველმა" მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის ფაქტზე დაკავებული კიდევ ერთი პირის ვინაობა დაადგინა. 

32 წლის გიორგი ნარიმანიძე ტრაილერის მძღოლია. ის შიდა ქართლში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. 

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ნარიმანიძე ის პირია, ვინც საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, ელგუჯა ცომაიას, კუთვნილი ტრაილერით თბილისში სააკაშვილი ქვეყანაში ჩამოსვლიდან მეორე დღეს ჩამოიყვანა. 

ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდება გამოგონილია, რადგან დაკავებულს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ქვეყნაში ჩამოსვლის შესახებ არც ინფორმაცია ჰქონდა და მას არც შეხვედრია. 

 საქმეზე ამ დრომდე დაკავებული სამი ადამიანი იყო - გამოძიების ინფორმაციით, ფოთის პორტის თანამშრომლებმა,  ზურაბ და შალვა წოწორიებმა, 2021 წლის 29 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შემდგომ,  საკუთარი ავტომანქანით უზრუნველჰყვეს მესამე პრეზიდენტის ტრანსპორტირება და  სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში მიიყვანეს. 

ელგუჯა ცომაია სატვირთოს მძღოლია. მას დანაშაულის დაფარვას ედავებიან, შოთაძის უწყება საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის საკუთარი ბინის დათმობის გამო მის გასამართლებას ითხოვს. 

მსგავსი სიახლეები