მორიგი იერიში ბრიუსელზე - "ოცნება" EU-გან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს და "ექსტრემიზმის წახალისებაში" ადანაშაულებს

13.10.25 15:45
მორიგი იერიში ბრიუსელზე - "ოცნება" EU-გან 4 ოქტომბრის მოვლენების დაგმობას ითხოვს და "ექსტრემიზმის წახალისებაში" ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ევროკავშირს საქართველოში ისევ ექსტრემიზმის წახალისებაში ადანაშაულებს და მოითხოვს, ბრიუსელმა 4 ოქტომბრის მშიდობიანი რევოლუციის მცდელობა დაგმოს.  

გია ვოლსკი ბრიუსელს ასევე შიდა დაპირისპირების მცდელობაშიც სდებს ბრალს და ამტკიცებს, რომ საქართველოსთან მიმართებით სწორედ ეს არის მათი მიზანი. 

არ არსებობს ექსტრემისტული, რევოლუციური პროცესი, რომელსაც შეფასება არ მისცემია ბრიუსელის მხრიდან. ერთადერთი, აი, ეს მოვლენა, როდესაც რევოლუცია დააანონსეს არაერთხელ, როდესაც ფიზიკური შეტევის სცენარს გაყვნენ და არაერთხელ უკვე წლების მანძილზე, ბრიუსელი დუმს. ჩვენი პატარა ქვეყნისთვის შიდა დაპირისპირების საფრთხე შეიძლება, გამოდგეს ისეთი პროცესების განვითარების წინაპირობა, რომელიც შეუქცევად. და სამწუხაროა, მაგრამ სწორედ ეს არის მიზანი, როგორც ჩანს, - ამბობს ვოლსკი. 

ვოლსკის მსგავსად, ევროკავშირს ქვეყანაში გადატრიალების მხარდაჭერაში ადანაშაულებს ნინო წილოსანიც. "ოცნების" დეპუტატი მოითხოვს, 4 ოქტმბრის მოვლენებს ბრიუსელმა "მკაცრი შეფასებები" მისცეს. 

მანამ, სანამ ბრიუსელი არ გმობს 4 ოქტომბრის გადატრიალების მცდელობას, არის ლოგიკური ეჭვი და ზოგადად, ბუნებრივად იქმნება მოცემულობა, რომ ე.ი. საპირისპიროდ, ის ახალისებს და ეთანხმება, რომ საქართველოში გადატრიალება მისაღები ფორმაა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორებისგან, უმაღლესი წარმომადგენლებისგან ველით და გვაქვს მოლოდინი, რომ ის, რაც მათი ქვეყნის შემთხვევაში იქნებოდა კანონსაწინააღმდეგო და დაისჯებოდა უმაღლესი სასჯელით, იდენტურად საქართველოში მათი შეფასებაც იყოს ძალიან მკაცრი, - ამბობს წილოსანი.  

ლევან მაჭავარიანი ამბობს, რომ ვიდრე ბრიუსელი მშვიდობიანი გადატრიალების მცდელობას არ ემიჯნება, ის ამ პროცესის თანამონაწილეა. 

ამ ყველაფერს გაემიჯნოს ბრიუსელი, გაემიჯნონ ბრიუსელის ბიუროკრატები და სანამ ჩვენ ამ პროცესს ვერ დავინახავთ, მანამდე, რა თქმა უნდა, ისინი ამ ყველაფრის თანამონაწილეები არიან, ვინაიდან ასეთი დუმილი ახალისებს ექსტრემისტებს, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.  

სავადო ლეგიტიმაციის მქონე პარლამენტის თავმჯდომარემ დრეს ევროკავშრის ლიდერებზე მორიგი იერიში მიიტანა და ისინი "ექსტრემიზმის მხარდამჭერებად" გამოაცხადა. შალვა პაპუაშვილი ითხოვს, ბრიუსელმა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი დაგმოს.  

მსგავსი სიახლეები