მიუხედავად იმისა, რომ „ ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, თავს მხნედ გრძნობს - დევი ჭანკოტაძე სააკაშვილზე
მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, ყველა გრამს საჭმლის, არის ძალიან მხნედ-ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი, დევი ჭანკოტაძე, აცხადებს, რომელმაც მესამე პრეზიდენტი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ ჭანკოტაძემ მიხეილ სააკაშვილის გზავნილები გაასაჯაროვა.
გზავნილი არის პირველი, რომ მაქსიმალური მობილიზაცია ხმების, მაქსიმალურად მივიდეს ჩვენი ხალხი არჩევნებზე და გააკეთოს სწორი არჩევანი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს „ქართული ოცნება“ მოვაშოროთ ამ ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ უთვლის ყველა კოვზს, ყველა გრამს საჭმლის, არის ძალიან მხნედ. არის გამხდარი, იმიტომ, რომ მე-20 დღეა შიმშილობის და ალბათ დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალზიაცია მოხდება, - ამბობს დევი ჭანკოტაძე.
ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილს ენმ-ს წევრი, გიორგი ბოტკოველი, ხვდება.