„საჭიროა ახალი პოლიტიკური მოცემულობა“ - როგორ ხედავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ცვლილებების გზას

13.10.25 17:31
 „საჭიროა ახალი პოლიტიკური მოცემულობა“ - როგორ ხედავენ უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ცვლილებების გზას

ვიქტორ ყიფიანის შემდეგ ახალი პოლიტიკური მოცემულობის შექმნის აუცილებობაზე საუბრობენ უწყვეტი აქციის სხვა მონაწილეებიც. ფინანსისტი ნიკოლოზ შურღაია ამბობს, რომ ადამიანების ნაწილი, რომელიც უმოქმედოა, მხოლოდ იმიტომ არ აკეთებს არაფერს პროტესტში ჩასართველად, რომ ქაოსის და არასტაბილურობის ეშინია. მისი თქმით, ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ სადავეები ხელში თავად უნდა აიღონ და ახალი პოლიტიკური ლიდერები გახდნენ. 

შურღაია ამბობს იმასაც, მსგავსი ლიდერები უკვე გამოიკვეთა კიდეც და მხოლოდ პასუხისმგებლობის აღება რჩება მთავარ საკითხად. 

საჭიროა "მეც მინდა", სწორედ ეს არის შესაქმნელი, რომ შეიქმნას საინტერესო და საიმედო მოცემულობა. ბევრ ადამიანს, რომელიც აქტიური არ არის დღეს და ქუჩაში არ გამოდის და არ აპროტესტებს, ამას იმიტომ არ აკეთებს, რომ ქაოსის, არასტაბილურობის ეშინია. შენ უნდა იყო მზად, რომ აიღო ეს ხელისუფლება და მართო ქვეყანა თუ ის წავიდა. მე ბევრ ლიდერს ვხედავ , ვხედავ ათობით ლიდერს საზოგადოებაში როგორც რუსთაველის წინააღმდეგობის მოაძრაობაში, ასევე სხვაგან. შეიძლება, ყოველ დღე რუსთაველზე არ იდგეს, მაგრამ აქტიურობს საზოგადოებაში. ყველა ამბობს, რომ "მე ვარ ჯარისკაცი", ხომ ხვდებით, არ იღებს პასუხისმგებლობას. საზოგადოებასაც ვეუბნები ამას, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობის აღება. ისეთი ბუნება მაქვს, რომ ამ ქვეყნის მსახურად მიმაჩნია თავი, ისეთ რაღაცას ვაკეთებ, რაც ამ ქვეყანას სჭირდება ხოლმე. პირდაპირ ვიტყვი, პოლიტიკური კარიერა, გრძელვადიანად, არასაინტერესოდ მიმაჩნია, იმიტომ, რომ სხვა რამეები უფრო მომწონს, მაგრამ მეორეს მხრივ, თუ საჭიროება მოითხოვს, რაც საჭირო იქნება, იმას გავაკეთებ, - ამბობს ნიკოლოზ შურღაია. 

ქართული რესპუბლიკის თანადამფუძნებელი გიორგი თავართქილაძე ამბობს, რომ სწორედ იმის გამო, რომ კვალიფიციურმა ადამიანებმა პასუხისმგებლობის აღებაზე უარი თქვეს, დღეს ქვეყანამ არსებული ოპოზიცია და ხელისუფება მიიღო. მისი თქმით, დროა, ყველა შეეცადოს ახალი პოლიტიკური მოძღაობები და პარტიები შექმნან. 

მე არ გამოვრიცხავ ამ ამბავს, იმიტომ, რომ მგონია, რომ ზუსტად იმის გამო, რომ ამ დროის განმავლობაში კვალიფიციური ადამიანები თავს იკავებდნენ პოლიტიკისგან, მივიღეთ ის ოპოზიცია და ის რეჟიმი, რაც დღეს გვაქვს. სამწუხაროდ, ყველა ვიიმედებდით თავს, რომ ამ არჩევნებზე თუ იმ არჩევნებზე რაღაც გარდატეხა მოხდებოდა და კარგ სიტუციას მივიღებდით, მაგრამ სინამდვილეში, აღმოჩნდა, რომ ჩვენ თუ არ ჩავერთეთ ჩვენ თვითონ, ვინც ვხვდებით, რაშია პრობლემა და ვისაც გვაქვს ჩვენი აზრი, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს, ისე, თავისით არაფერი მოხდება. ყველა ადრე თუ გვიან უნდა ვეცადოთ, რომ ახალი პოლიტიკური მოძრაობები, სულ მცირე, თუ არა პარტიები, შევქმნათ და ამაში ჩავერთოთ. სცადეთ, იმიტომ, რომ თუ არ ვცდით, თუ არ ავდგებით და ხელს არ გავანძრევთ ახლა ქართველები, მხოლოდ რუსთაველის პროტესტის და მხოლოდ ტელევიზორშ საუბრის იმედად არ შეიძლება, ვიყოთ, - ამბობს ქართული რესპუბლიკის თანადამფუძნებელი გიორგი თავართქილაძე.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი სისტემის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარ ფორმულას ასაჯაროებს. მისი თქმით, საჭიროა აზროვნებც და მოქმედებაც პოლიტიკურად.

"პირველებთან" ინტერვიუში ვიქტორ ყიფიანმა დეტალურად ისაუბრა ერთწლიანი პროტსტის შესახებ, გაიხსენა, რა შეიცვალა 28 ნომებრიდან 4 ოქტომბრის შემდეგ და აღნიშნა, რომ ახლა ქვეყანაში კრიტიკული მომენტია. მისი თქმით, "ოცნება"  ცდილობს, საზოგადოებაში ნიჰილიზმის დათესვას, რომ თითქოს ბრძოლა იქნება უშედეგო.

ვიქტორ ყიფიანი ასევე არც პოლიტიკაში ჩართვას გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ეს პროცესების დინამიკაზეა დამოკიდებული.  

 

მსგავსი სიახლეები