სალომე ზურაბიშვილი: ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს

13.10.25 17:48
სალომე ზურაბიშვილი: ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე ჩეხეთის პრეზიდენტთან, პეტრ პაველთან შეხვედრის ფოტოს აქვეყნებს და ჩეხეთის ჩვენი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. 

ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩეხეთის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს

„საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ - ეს ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვის ნათელ მაგალითს წარმოადგენს. ევროკავშირის მიერ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას მათი მხარდაჭერა ახლა უფრო გადამწყვეტია, ვიდრე ოდესმე. ხაზი გავუსვი, რომ ჩვენი დემოკრატიის დასაცავად მუდმივ მშვიდობიან პროტესტს კვლავ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

მსგავსი სიახლეები