ახალი პოლიტიკური განაცხადი - წავა თუ არა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი პოლიტიკაში?
პოლიტიკური განაცხადი გაკეთებულია - "ჯეოქეისის" დამფუძნებელი და ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი პრაქტიკულად ამბობს, რომ ემზადება პოლიტიკაში წასასვლელად. ვიქტორ ყიფიანი ჯერ პარტიას არ ქმნის, თუმცა "TVპირველთან" საუბარში ადასტურებს, რომ ამ უკანასკნელის შესახებ ბევრს ფიქრობს და თანამოაზრეებსაც ესაუბრება.
ვიქტორ ყიფიანი ფიქრობს, რომ ახლა ქვეყანაში კრიტიკული მომენტია, "ქართული ოცნება" ყველა ძალით ცდილობს, რომ ხალხში უიმედობა დათესოს და რეპრესიული პოლიტიკით მოქალაქეები დაარწმუნონ, რომ თითქოს მათი ბრძოლა სიმართლისთვის მარცხით დასრულება. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც, ყიფიანი საზოგადოებას ახალ ფორმულას თავაზობს - ვიფიქროთ და ვიმოქმედოთ პოლიტიკურად.
რას ფიქრობს ხალხი, როგორია საზოგადოების დაკვეთა? - ფაქტია, ოპოზიციის მიმართ უკმაყოფილება ბოლო პერიოდში გაზრდილია. უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ფიქრობენ, რომ მოცემული პოლიტიკურ სპექტრში, მოთხოვნას ვერ პასუხობენ, ამოწურეს საკუთარი თავიც და რესურსიც. ამიტომაც ეძებენ ახალ ძალებს. ვნახავთ თუ არა პროტესტის სტაჟიან მონაწილეებს პოლიტიკაში - ის ვინც ერთი წელია აქციებზე დგას ფიქრობს, რომ ქუჩაში დგომასთან ერთად სხვა პასუხისმგებლობების აღების დრო მოვიდა.