"ოცნების" ბრალდებები ბრიუსელს - ივანიშვილის გუნდი ევროკავშირთან უკან დასახევ გზას არ იტოვებს

13.10.25 20:48
"ოცნების" ბრალდებები ბრიუსელს - ივანიშვილის გუნდი ევროკავშირთან უკან დასახევ გზას არ იტოვებს

"ქართული ოცნების" პროპაგანდისტები აღარ მალავენ იმ საბოლოო მიზანს, რასაც "ოცნება" ჯერ ბოლომდე ხმამაღლა ვერ ამბობს. ვიდრე ივანიშვილის პარტია ევროკავშირზე საბოლოო უარს იტყვის, როგორც ჩანს, ველს ჯერ მათი მხარდამჭერების, ვატო შაქარაშვილისა და ნანა კაკაბაძის დახმარებით ამზადებენ. "ოცნების" სატელიტი ორგანიზაცია მოითხოვს ქვეყნის ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამ პროცესის პარალელურად კი "ოცნება" მოკავშირეებზე შეტევას ყოველდღე უფრო და უფრო ააქტიურებს.  

"ქართულ ოცნებას" ბოლო 10 დღეა ევროკავშირზე ორგანიზებული შტურმი აქვს მიტანილი. ამ შტურმის ლიდერობა შალვა პაპუაშვილმა ითავა და საათში ერთხელ სოციალურ ქსელში დასავლელ მოკავშირეებს ლანძღავს. მათ ხან ექსტრემისტების მხარდამჭერებს უწოდებს, ხანაც ომის წამხალისებლებს და  "ოცნების" დამამხობლებს.  

ევროკავშირისთვის, როგორც მშვიდობის პროექტისთვის, ომისა და ექსტრემიზმის წახალისების დაბრალება ყოფილი დიპლომატებისთვის ის წითელი ხაზია, რომლის გადაკვეთის შემდეგაც "ქართული ოცნება" უკვე დეკლარირებულად და საბოლოოდ იტყვის უარს საქართველოს ისტორიულ საგარეო ვექტორზე.

კონსტიტუციაში ფორმალურად, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ჩანაწერი ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის შესახებ. ქვეყნის მთავარი სამართლებრივი დოკუმენტიდან 78-ე მუხლის ამოსაღებად "ოცნებას" ამ პარლამენტში ხმები არ ჰყოფნის, რადგან 113 დეპუტატის თანხმობაა საჭირო. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში