"ნაციონალურ მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი არ არის - ენმ "ოცნებას" პასუხობს

14.10.25 11:31
"ნაციონალურ მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი არ არის - ენმ "ოცნებას" პასუხობს

 

 

"ნაციონალურ მოძრაობა" იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი არ არის" - ასე პასუხობს ენმ პარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვის შესახებ "ოცნების" მუქარას. 

  • "ოცნება" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა,  მალე მზად იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მომზადებული სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება და საკონტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.
  • გარდა ამისა, "ოცნება" პარლამენტში აპირეს ახალი კანონის მიღებას დაჩქარებული წესით, რაც საკონტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე გაუქმებულ პარტიას შეეხება. 
  • კერძოდ, როგორც ივანიშვილის გუნდში ამბობენ, პოლიტიკოებს, რომლებიც გაუქმებულ პარტიებში იქნებიან, პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ. 

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ივანიშვილს და მის გუნდს არ გამოუვათ იმ პარტიის აკრძალვა, რომელიც უკვე 13 წელია "რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხაზზე იბრძვის". 

წითლიძის თქმით, ენმ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას კვლავ გააგრძელებს. 

ეს არის ის, რითაც საერთოდ სუნთქვა ეკრძალებათ პოლიტიკურ პარტიებს და ცხადია, რომ პირველ რიგში, ეს არის მიმართული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ, იმიტომ, რომ ენმ-ს მოსპობას 13 წელია უკვე რუსული საოკუპაციო რეჟიმი ცდილობს ძალიან მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ, რომ ნაციონალური მოძრაობა 13 წელი იბრძოდა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ წინა ხაზზე. ცხადია, რომ მათ არ გაუჭირდებათ ამ არალეგიტიმურ პარლამენტში ამ კანონპროექტის მიღება. "ნაციონალური მოძრაობის" თითოეული წევრის განწყობა არის, რომ ჩვენ ამას ველოდით, რომ ბრზოლა გაგრძელდება. ნაციონალურ მოძრაობა არ არის რაღაც იუსტიციის სამინისტროს ბეჭედი და ქაღალდი. ენმ არის ფასეულობები და ღირებულებები და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას რუსული საოკუპაციო ღირებულებების წინააღმდეგ", - აცხადებს ანა წითლიძე.