"ქართული ოცნება" მშვიდობის სამიტზე არ მიიწვიეს

14.10.25 11:41
"ქართული ოცნება" მშვიდობის სამიტზე არ მიიწვიეს

ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტს, სადაც 30 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ესწრებოდა და განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმება, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან არავინ მიიპატიჟეს.

სამიტში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებიც, თუმცა „ქართული ოცნება“ მათ შორის არ აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სამიტზე არ მიიწვიეს რუსეთიც. 

ანალიტიკოსები ამბობენ, რომ სამიტზე "ოცნების" არმიწვევა ცხადყოფს, რომ ივანიშვილის გუნდი სრულ საერთაშორისო იზოლაციაშია.

ამ სამიტზე მიწვეულია რეგიონის ყველა ქვეყანა, ასევე ყველა ის ქვეყანა, რომელიც მნიშნელოვანი აქტორია დღეს მსოფლიოში: ინდონეზია, ავსტრალია, კანადა, ინდოეთი არის მიწვეული ამ სამიტზე. რასაკვირველია, მიწვეულია ჩვენი რეგიონის ყველა სახელწიფო საქართველოს გარდა. მიწვეულია ირანი, მაგრამ ინრამა თვითონ თქვა უარი წასვლაზე. მიწვეული არ არის რუსეთი, მიწვეული არ არის საქართველო. ასე რომ, საქართველო აღმოჩნდა რუსეთის, ირანის და ჩინეთის არ არის კიდევ, ამ მხარეს, ხოლო იქით მხარეს არის ყველა ის სახელმწიფო, რომელსაც მშვიდობა უნდა როგორც რეგიონში, ასევე მსოფლიოში. ეს არის საქართველოს საერთაშორისო როლის დაკნინების კიდევ ერთი მაგალითი, - ამბობს გია ჯაფარიძე. 

"ევროპულ-ქართული ინსტიტუტის" დამფუძნებლის, გიორგი მელაშვილის თქმით, ფაქტი ცხადყოფს, რამდენად არაფერს ეფუძნება "ოცნების" პროპაგანდა მშვიდობის შესახებ. მელაშვილი ამბობს, რომ "ოცნების" მმართველობის პირობებში საქართველოს ეროვნული ინტერსები ზიანდება. 

შარმ ელ შეიხის სამიტმა, ერთის მხრივ, გვაჩვენა, ვინ არიან აშშ-ს მოკავშირეები კავკასიის რეგიონში. როგორც სომხეთი, ასევე აზერბაიჯანი იყო დაპატიჟებული ამ სამიტზე, მეორეს მხრივ კი, ჩვენ ძალიან ნათლად დავინახეთ, თუ რამდენად არაფერს ეფუძნება "ქართული ოცნების" პროპაგანდა მშვიდობის შესახებ, იმიტომ, რომ ყველაზე მნიშვნელოვან სამშვიდობო შეკრებაზე "ქართული ოცნების" წარმომადგენლები არა მარტო არ დაპატიჟეს, არამედ, საერთოდ არც კი განიხილებიან როგორც რამდენადმე მნიშვნელოვანი აქტორები. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ ძალიან ნათლად ვხედავთ, რამდენად გრძელდება ევროიზოლაცია, რამდენად პრობლემურია "ქართული ოცნების" საგარეო პოლიტიკა ჯამში და რამდენად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, - ამბობს გიორგი მელაშვილი. 

მსგავსი სიახლეები