სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

14.10.25 11:35
სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს

სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით სვეტიცხოველში სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია მიმდინარეობს. წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.

სვეტიცხოველში იმყოფებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც - მიხეილ ყაველაშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, კახა კალაძე და სხვები.