"ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს" - სალომე ზურაბიშვილი
"ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს" - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი "ოცნების" მიერ კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის გუნდისპარტიების და პოლიტიკოსების აკრძალვას გეგმვას. ასევე კანონი მკაცრდება აქციის მონაწილეების მიმართაც.
- "ოცნება" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, მალე მზად იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მომზადებული სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება და საკონტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.
- გარდა ამისა, "ოცნება" პარლამენტში აპირეს ახალი კანონის მიღებას დაჩქარებული წესით, რაც საკონტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე გაუქმებულ პარტიას შეეხება.
- კერძოდ, როგორც ივანიშვილის გუნდში ამბობენ, პოლიტიკოებს, რომლებიც გაუქმებულ პარტიებში იქნებიან, პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ.
#ტერორისაქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს!
მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის ნებისმიერი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში. ადმინისტრაციული ბრალდებები ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
- ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
- ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.