არასამთავრობო ორგანიზაციები "ოცნების" მიერ მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის შესახებ განცხადებას ავრცელებენ და წერენ, რომ ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას.
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ "ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ - დაგაპატიმრებ".
არასამთავრობოები აღნიშნულ ცვლილებებს აფასებენ, როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას.
ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.
ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცავს ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.
ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.
ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში," - წერია განცხადებაში.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
- საქართველოს ევროპული ორბიტა (Georgia’s European Orbit )
- სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის Civic Movement for Freedom
- საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო (TI)
- სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი (Civil Solidarity Fund)
- Partnership for Human Rights. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC)
- საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი (Democratic development union of Georgia)
- საქართველოს მომავლის აკადემია (Georgia’s Future Academy)
- მედიის განვითარების ფონდი (MDF)
- ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- უფლებები საქართველო (Rights Georgia)
- ყვარლის ევროკლუბი (EuroClub Kvareli)
- დემოკრატიის მცველები (Democracy Defenders)
- მწვანე ალტერნატივა
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
- თბილისი პრაიდი (Tbilisi Pride)
- საფარი (Sapari)
- საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (Georgian Foundation for Strategic and International Studies)
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი (Social Justice Center)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (Civil Society Foundation)
- ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
- ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
- ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე.