კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე განახევრებულია

14.10.25 13:52
კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში სიღარიბე განახევრებულია

"ოცნება" ისევ ისევ სწრაფი ეკონომიკყური ზრდით ამაყობს - დღეს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მცხეთაში ჩასული ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ ქვეყანაში ბოლო 4 წლის განმავლობაში სიღარიბე განახევრებულია. 

"ოცნების" პრემიერი ტელეკამერების წინ ამტკიცებდა, რომ ეკონომიკის ზრდა წრაფი ტემპით გაგრძელდება და სწორედ ეს უზრუნველყოფს სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრას. 

4 წლის განმავლობაში განახევრებულია სიღარიბე ჩვენს ქვეყანაში, ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში

გასული 4 წლის განმავლობაში და უკვე მე-5 წელია საქართველოს აღენიშნება ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც  პირდაპირ აისახა სიღარიბის მაჩვენებელზე.

პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი - 9.4%. თუმცა, რა თქმა უნდა, ამითაც ვერ დავკმაყოფილდებით. ჩვენი მიზანია სიღარიბის საბოლოოდ აღმოფხვრა ჩვენს ქვეყანაში. ეს ინდექსი, ეს რეიტინგი მეტყველებს იმაზე, რომ წინსვლა არის შთამბეჭდავი, თუმცა არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას. ეკონომიკის ზრდა გაგრძელდება სწრაფი ტემპით და ეს უზრუნველყოფს სიღარიბის კიდევ უფრო მეტად შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას ჩვენს ქვეყანაში“, -  განაცხადა კობახიძემ.