ოპოზიციის აკრძალვის გეგმა - კობახიძე სიის გასაჯაროებას აანონსებს

14.10.25 14:02
ოპოზიციის აკრძალვის გეგმა -  კობახიძე სიის გასაჯაროებას აანონსებს

რომელი პარტიების აკრძალვას გეგმავს "ოცნება" - ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სრული სია მას შემდეგ გასაჯაროვდება, რაც სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში შევა.

"ოცნების" პრემიერი აანონსებს, რომ აკრძალვა მხოლოდ ერთ და ორ პარტიას არ შეეხება.

სრულ სიას იხილავთ იმ დღეს, როცა ოფიციალურად შევა სარჩელი. რაც შეეხება მიდგომას და პრინციპს – პრინციპი არის შემდეგი: პირველი, ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი და რაც შეეხება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამუდმებულ საბოტაჟში, რა თქმა უნდა, ყველას შეეხება ეს საკონსტიტუციო სარჩელი, დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო.

ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც სარჩელი შევა საკონსტიტუციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

სადავო პარლამენტის თავმჯდომარე აზუსტებს, რომ აკრძალვა შეეხება მათაც, ვისზეც "ოცნება" ჩათვლის, რომ ენმ-ს ფიზიკური დანაყოფი ან მისი ქოლგის ქვეშ მყოფია.  

ინდივიდუალურად იქნება სია იმ ადამიანებისა, რომლებიც, ჩვენ ვფიქრობთ, რომ იყვნენ და არიან გადაწყვეტილებების მიმღებები და შესაბამისი პოლიტიკრი გავლენის მქონენი პარტიაზე და ზოგადად, ამ პარტიის პოლიტიკურ პლატფორმაზე. სია სასარჩელო მოთხოვნის ნაწილი იქნება. ჩვენ არ ვგულისხმობთ მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას". ჩვენ ჩვენი სასარჩელო მოთხოვნისთვის ვგულისხმობთ ასევე მათ, ვინც არიან ასევე მათი ფიზიკური დანაყოფები, ნაწილი, ქოლგის ქვეშ მყოფი თუ ა.შ. კონკრეტულად რომელი პარტიები იქნება, ამას ნახავთ, - ამბობს პაპუაშვილი.  

  • "ოცნება" საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანას გეგმავს - როგორც ირაკლი კირცხალიამ განაცხადა,  მალე მზად იქნება წულუკიანის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით მომზადებული სარჩელი, რომელიც პარტიების აკრძალვას ეხება და საკონტიტუციო სასამართლოში წარადგენენ.
  • გარდა ამისა, "ოცნება" პარლამენტში აპირეს ახალი კანონის მიღებას დაჩქარებული წესით, რაც საკონტიტუციო სასამართლოს მიერ უკვე გაუქმებულ პარტიას შეეხება. 
  • კერძოდ, როგორც ივანიშვილის გუნდში ამბობენ, პოლიტიკოებს, რომლებიც გაუქმებულ პარტიებში იქნებიან, პოლიტიკაში ყოფნაც აეკრძალებათ.